Monday, April 2, 2012

saingilo

statistika

ნებისმიერ ემპირიულ მეცნიერებაში ამა თუ იმ კანონზომიერების თუ შიდა კავ­ში­რის გამოვლენა, მისი ხასიათის შეფასება და ა.შ. შესაძლებელია მხოლოდ სტა­ტის­ტიკური ანა­ლიზის გზით. ამასთანავე, ამ ანალიზის ჩასატარებლად სპე­ცია­ლი­ზე­ბული პროგრამული უზ­რუნ­ველ­ყოფის გა­მო­ყენებამ ემპირიული თუ ექს­პე­რი­მენ­ტული კვლევა თვი­სებ­რი­ვად ახალ დონეზე აიყვანა. მხოლოდ კომ­პიუ­­ტე­რი­ზა­ციის წყა­ლობით შესაძლებელი გახდა სტატისტიკური ანალიზის ჩასატარებლად თა­­ნა­მედ­რო­ვე მრავალ­გან­ზო­მილებიანი მე­­თოდების ფართო გამოყენება, რაც იძ­ლე­­ვა საკვლევ ობი­ექ­ტთა დაფარული (ლატენტური) ნიშნების, მათი წარმოქმნის მი­ზე­ზე­ბისა და ურ­თიერთკავშირის შიდა კა­ნონ­ზომიერებების გამოვლენის საშუალებას. შე­სა­ბამისად, დღეს კვლევის მონა­ცე­მე­ბის დასამუშავებლად კომპიუტერული პროგ­­რამის გამოყენების უნარი რაოდენობრივი ხასიათის კვლე­ვითი პრო­ექტის გან­­ხორ­ციე­ლების აუცილებელი წინაპირობაა.
ამჟამად ყველაზე პოპულარულია სტატისტიკური პროგ­რა­მუ­ლი კომ­პლექ­სი SPSS მათემატიკური სტატისტიკის პროგრამათა პაკეტი სოციალურ მეც­ნიე­რე­ბა­თათვის. ეს პროგ­რა­­მული კომპლექსი მოიცავს არსებულ სტატისტიკურ მეთოდთა ფართო წრეს და იძ­ლე­ვა

საინგილო